გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, დღის მეორე ნახევარში საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის თბილისში, ნარჩუნდება ძლიერი წვიმის, სეტყვის და ქარის გაძლიერების მაღალი ალბათობა.
ამავე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).