LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ელექტროქარების მყიდველთა 46% ისევ ბენზინის მანქანებს დაუბრუნდა – კვლევა

123
აშშ-ში ელექტროქარების მყიდველთა 46% ისევ ბენზინის მანქანებს დაუბრუნდა - კვლევა

კვლევა: აშშ-ში ელექტროქარების მყიდველთა 46% ისევ შიდა წვის ძრავას დაუბრუნდა. საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია McKinsey-იმ მსოფლიოს 15 ქვეყანაში ეკოლოგიური ტრანსპორტის 30 ათასი მეპატრონე გამოჰკითხა. სპეციალისტებმა კვლევისთვის ძირითადად ისეთი ქვეყნები შეარჩიეს, სადაც ელექტროქარები განსაკუთრებით პოპულარულია.

შედეგები გასაოცარი აღმოჩნდა: აღმოჩნდა, რომ ელექტრონული აგრეგატის მქონე მანქანებით ყველაზე მეტად იმედგაცრუებული ამერიკელები არიან და უახლოეს მომავალში ტრადიციული მოდელების დაბრუნებას აპირებენ.

ამერიკელთა იმედგაცრუების მთავარი მიზეზი – საზოგადოებრივი დასამუხტი სადგურების არაადეკვატური ინფრასტრუქტურაა. თავის რეგიონში დასამუხტი სადგურების რაოდენობით გამოკითხულთა მხოლოდ 9%-ია კმაყოფილი. სხვა მინუსებს შორისაა – ტრანსპორტის მაღალი ღირებულება და ის ფაქტი, რომ ელექტრომობილის შორ დისტანციაზე გამოყენება შეუძლებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები