საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი, გადაცემა „გასტრომოყვარულის“ ავტორი და წამყვანი – ალეკო თხილაიშვილი გარდაიცვალა.
აჭარის ტელევიზიის ცნობით, ის თავდაპირველად რადიოში მუშაობდა, შემდეგ კი ტელევიზიაში. ალეკო თხილაიშვილი აჭარის ტელევიზიის გუნდის წევრი 15 წლის განმავლობაში იყო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.