LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ბარკერი: „თბილისის ცენტრში მომხდარი დანაშაულის მერვე დღეა დღეს. არ გვაქვს არც კამერის ჩანაწერი, არცა მანქანის მფლობელი – მთავარია, რომ ზუკას სკუტერი წაიყვანეს და მისივე სისხლები აფხიკეს ასფალტიდან“

157
სალომე ბარკერი და ზუკა ბერძენიშვილი

სამოქალაქო აქტივისტი სალომე ბარკერი გასულ კვირას, ასევე, მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტ, ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმასა და ამ ფაქტის გამოძიების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბარკერი წერს, დანაშაულის მერვე დღეს, ფაქტების შესახებ დეტალები, ჯერ კიდევ გაურკვეველია:

„ეს ფაქტი ძალიან სამწუხაროა… ნუ ამბობთ ეგრე, რომ შალვა პაპუაშვილმა გამოაქვეყნა [განცხადება] და ამით ვიღაცას რაღაცაზე მიუთითა – ძალადობა წარმოშობს ძალადობას“ – როგორ ეხმაურებიან ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმას უმრავლესობაში

„აი, დავუშვათ და მე და ჩემი ორი დაქალი ჩავუსაფრდით სახლთან შალვა პაპუაშვილს და წიხლებით გავუხიეთ ის ტლუ სახე. რამდენ ხანში ამომიცნობენ/დამაკავებენ და რატომ 10 წუთში?

მაგაშია საქმე. თბილისის ცენტრში მომხდარი დანაშაულის მერვე დღეა დღეს. არ გვაქვს არც კამერის ჩანაწერი, არცა მანქანის მფლობელი.

მაგრამ ნუ, მთავარია, რომ ზუკას სკუტერი წაიყვანეს და მისივე სისხლები აფხიკეს ასფალტიდან. საგამოძიებო მოქმედებებიიიი, უუუ“. – წერს სალომე ბარკერი.

შეგახსენებთ, რომ 11 ივნისს, თბილისში, სამოქალაქო აქტივისტ, ზუკა ბერძენიშვილს რამდენიმე უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

„ჯგრო! ჩვენი სისხლის დაღვრის გარეშე როგორ იქნებოდა! ყვე­ლა­ზე მწა­რედ და გა­მორ­ჩე­უ­ლად კი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და­ის­ჯე­ბა. სულ მალე“ – ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმას მამა და ბიძა ეხმაურებიან

მომხდარის შემდეგ, ზუკა ბერძენიშვილს ოპერაცია ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

კაი, დავუშვათ და მე და ჩემი ორი დაქალი ჩავუსაფრდით სახლთან შალვა პაპუაშვილს და წიხლებით გავუხიეთ ის ტლუ სახე. რამდენ…

Posted by Salome Barker Nikoleishvili on Wednesday 19 June 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g