LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-მა ხუთმეტრიანი ქროსოვერი წარმოადგინა

36

Volkswagen-მა ოფიციალურად წარმოადგინა საშუალო ზომის ქროსოვერი, რომელმაც სახელწოდება – VW Atlas მიიღო. ახალი მოდელი პირველ რიგში ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრისთვისაა განკუთვნილი. პრეზენტაცია 27 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლოს-ანჯელესში გაიმართა.

VW Atlas-ი აგებულია მოდულურ პლათფორმაზე – MQB. აღნიშნული პლათფორმა გამოყენებული იქნა ასევე ახალ მოდელში – VW Tiguan. ახალი ,,ლამაზმანის’’ სიგრძე არც მეტი, არც ნაკლები 5 მეტრს შეადგენს.

VW Atlas-ი ორი ტიპის აგრეგატითაა წარმოდგენილი: ორლიტრიანი ტურბო ოთხცილინდრიანი ძრავით, რომელიც 238 ცხენის ძალის სიმძლავრისაა და ატმოსფერული VR6 3.6 ტიპის ძრავით, რომლის სიმძლავრეც 280 ცხენის ძალის სიმძლავრისაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები