LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მითხრეს, რომ მსგავსი გარეგნობის მამაკაცს თვალი ნახალოვკაში მოჰკრეს, დაბნეულად იქცეოდაო… ახლა მივდივართ, იქნებ რაიმე საიმედო გავიგოთ“ – დაკარგულ პროფესორ გიორგი გახელაძეს პოლიცია მთელ ქალაქში ისევ ინტენსიურად ეძებს

1676
გიორგი გახელაძე

დაკარგულ პროფესორ გიორგი გახელაძე სამართალდამცველები ისევ ინტენსიურად ეძებენ.

როგორც „ფორტუნას“ გახელაძის მეუღლემ, ირმა მალაციძემ განუცხადა, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მას დაუკავშირდნენ და მიაწოდეს ცნობა, რომ მსგავსი გარეგონობის მამაკაცი ნახალოვკაში შენიშნეს:

„ჯერ ისევ ვეძებთ. ახლახან დამირეკა ქალბატონმა და მითხრა, რომ ნახალოვკაში მსგავსი გარეგნობის მამაკაცს თვალი მოჰკრეს.

დაბნეულად იქცეოდაო, შეიძლება მეხსიერების დაქვეითება იყოს, ახლა მივდივართ, იქნებ რაიმე საიმედო გავიგოთ. პოლიცია მთელ ქალაქში ისევ ინტენსიურად ეძებს“. – უთხრა „ფორტუნას“ დაკარგულის მეუღლემ, ირმა მალაციძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები