LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ეს ქორწილი 150 000 დამიჯდა.. ყველაფერზე ვიყავით წამსვლელი“ – ვინ არის ქუთაისელი პატარძალი, რომლის ქორწილმა ევროპული მედია აალაპარაკა

965
Untitled design (1)

ქუთაისში ჩატარებულმა საქორწინო ცერემონიამ, რომელმაც საზოგადოების უმეტესობა აღაფრთოვანა. ქორწილის დედოფალზე სიუჟეტი „დღის პოსტმა“ მოამზადა და საზოგადოებას მაკო ყაველაშვილი გააცნო.

ვიდეო: „წლის საოცარი ქორწილი“, „საზღაპრეთი“ – ქუთაისში გამართული ქორწილი, რომელმაც ყველა აღაფრთოვანა

„დღეს როგორსაც მხედავთ, ისეთი ვარ სულ. იციან თქმა, ეს სულ საბანკეტოდ გამოწყობილი დადისო და მე ასე ვგრძნობ თავს თავდაჯერებულად, ბევრად მეტ საქმეს ვაკეთებ როცა ასე გამოვიყურები. სხვის ქორწილებში დავდივარ ოსკარის კაბებით და შინაგანად სულ წითელ ხალიჩაზე ვარ.

შეჯიბრება ნამდვილად არავისთვის მომიწყვია. ჩემი დიზაინით ვიკერავ სულ კაბებს, საპატარძლო კაბაც აბსოლუტურად ჩემი დიზაინით შეიქმნა. ყველას ჩაცმაზე ვზრუნავ.

რა თქმა უნდა, რამე გრანდიოზული უნდა მქონოდა, რომ განსხვავებული ვყოფილიყავი ჩემი ყოველდღიურობისგან. ჩემი მიზანი იყო, ჩემი ბავშვობის ოცნების ახდენა, რომ ვყოფილიყავი დედოფალი და თავი მეგრძნო პრინცესად.

დაახლოებით, 150 000 დავთვალეთ, ყველაფერზე ვიყავით წამსვლელი. ზუსტად ვიცოდი, რაც მინდოდა, მთავარი იყო სუფრა ყოფილიყო გაშლილი ლამაზად და საჭმელი არ მიყვარს როცაა დაყრილი“, – ამბობს მაკო ყაველაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g