დედოფლის ქალიშვილი პრინცესა ანა თავს უკეთ გრძნობს, თუმცა, მკურნალობის კურსს კლინიკაში აგრძელებს. 73 წლის მონარქი რამდენიმე დღის წინ კლინიკაში მოათავსეს, რაც ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებული განცხადებით გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ პრინცესა ანა გლოსტერშირში, პარკში სეირნობისას შეუძლოდ გახდა. გაირკვა, რომ მან ცხენზე სეირნობისას დაზიანებები მიიღო, ცხენიდან გადმოვარდა და ცხენმა მას თავში ფეხი მოარტყა. თავად ანას ამ ეტაპზე ამნეზია აქვს და ვერაფერს იხსენებს.
ცნობილია, რომ ინციდენტიდან მალევე ადგილზე გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, ადგილზევე ჩატარდა გადაუდებელი პროცედურები, იქვე იმყოფებოდა პრინცესა ანას მეუღლე და მონარქი მალევე კლინიკაში გადაიყვანეს. ანას აღენიშნება მცირე დაბეჟილობა და ჭრილობები. ამ ეტაპზე მონარქის ყველა ვიზიტი, მათ შორის კანადაში დაგეგმილი ტურნე, გაუქმებულია.