სალომე ღვინიაშვილი პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ სტადიონზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, გამარჯვების ემოციებს გვიზიარებს და მეუღლეს, ზურა ხიზანიშვილს თბილი სიტყვებით მიმართავს.
„ბედნიერების პიკი!
წარმოუდგენელია არ გიყვარდეს ფეხბურთი, როცა ამ ადამიანის გვერდით ცხოვრობ 20 წელია.
მადლობა, რომ არცერთი წამით არ დაგიკარგავს რწმენა. მადლობა ყველას ერთად და ცალ-ცალკე“,- წერს სალომე ღვინიაშვილი.