LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონაში ბინების ტურისტებისთვის მიქირავებას აკრძალავენ

136
IMG_0514

2028 წლისთვის ბარსელონაში ბინის რამდენიმე დღით დაქირავება შეუძლებელი გახდება. 10 ათასზე მეტი ბინის პატრონს, რომლებიც მოკლე ვადიანი გაქირავებით არიან დაკავებული, ლიცენზიას ჩამოართმევენ. სიახლის შესახებ Cities Today წერს.

მერია იმედოვნებს, რომ ამ შეზღუდვით უძრავი ქონების ბაზარზე ფასები შემცირდება, როგორც გაყიდვების ასევე ქირის.

მოკლე ვადიანი ქირების ბუმმა ის გამოიწვია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ბარსელონაში ქირის ფასი 68%-ით გაიზარდა, საცხოვრების ყიდვის ღირებულება კი – 38%-ით. შესაბამისად, ბევრ მოქალაქეს მათ შორის ახალგაზრდებს, თავისი სახლის ქონის ფუფუნება აღარ აქვთ.

აღსანიშნავია, რომ გადამეტებული ტურიზმით შეწუხებული ბევრი ევროპული ქალაქი იღებს ანალოგიურ გადაწყვეტილებას. მაგალითად, ამსტერდამის სამ ყველაზე პოპულარულ რაიონში ტურისტებისთვის ბინების მიქირავება აკრძალეს, ხოლო ლისაბონის მერიამ სახლის მეპატრონეებს შესთავაზა რომ საცხოვრებელი მათ მიაქირაონ და არა ტურისტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები