ეროვნული ნაკრები სასაქართველოშია. აეროპორტიდან, სადაც ქართველ ფეხბურთელებს უამრავი გულშემატკივარი დახვდა, გიორგი მამარდაშვილის რჩეული ელენე ეპიტაშვილი კადრებს აქვეყნებს.
ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი უახლოეს მომავალში დაოჯახებას გეგემავენ.
შეგახსენებთ, დღეს, 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
მანამდე, 21:30 საათზე, საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას დაიწყებს. 22:00 საათზე კი, თავისუფლების მოედანზე, ღონისძიება სახელწოდებით, – “საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს” გაიმართება.