ისრაელის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ტელეფონზე ხანგრძლივი საუბარი გარკვეულ საფრთხეებთან არის დაკავშირებული.
როგორც კვლევამ აჩვენა, ეს ყველაზე მეტად სწორედ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ეხებათ.
მამაკაცებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ თუკი ტელეფონზე საუბარში დღე-ღამეში რამდენიმე საათს ატარებენ, ეს მათ შთამომავლობის გარეშე დარჩენის საფრთხეს უქმნის. რისკის შესამცირებლად კი საუბრების შემცირება და მობილურის არა ჯიბით, არამედ ჩანთით ტარებაა სასურველი.
აღსანიშნავია, რომ გაჯეტებთან დაკავშირებით ექსპერტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, თუმცა სიფრთხილის დაცვა ალბათ არავის აწყენს.