ბარსელონაში გაიხსნა პირველი რესტორანი, რომელსაც მიშლენის 3 ვარსკვლავი აქვს. ასეთი მნიშვნელოვანი ჯილდოს მიღების პატივი შეფ-მზარეულ მარტინ ბერასატეგის რესტორან Lasarte-ს ერგო.
„ნოტიციას“ ინფორმაციით, ეს არის ერთადერთი დაწესებულება კატალონიაში, რომელსაც ერთდროულად 3 ვარსკვლავი ექნება. ზოგადად ესპანეთში კი ასეთი ჯილდო სულ 8 რესტორანს აქვს.
რაც შეეხება 2 ვარსკვლავიანებს – მათი რაოდენობა 23-ია, ხოლო ერთ ვარსკვლავიანები კი ბევრად უფრო მეტი.
შეგახსენებთ, რომ მიშლენი ეს არის მსოფლიო რესტორნების ხარისხის ნიშანი, ანუ იგივე „ნობელის“ პრემია, „გრემი“ ან „ოსკარი“ – მხოლოდ მზარეულებისთვის. მისი მიღება ძალიან რთულია და ამიტომ ძალიან დიდ პატივადაც მიიჩნევა.