LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეფე ჩარლზმა კეირ სტარმერი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოფიციალურად დანიშნა

129
მეფე ჩარლზი

დიდი ბრიტანეთის „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი კეირ სტარმერი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად გახდა.

„ლეიბორისტული პარტია“ მზადაა დააბრუნოს ბრიტანეთი მშრომელი ხალხის სამსახურში“ – გაერთიანებული სამეფოს მომავალ პრემიერს ლიდერობას ულოცავენ

პრემიერის თანამდებობაზე სტარმერი მეფე ჩარლზმა ოფიციალურად ცოტა ხნის წინ დანიშნა.

მეფე ჩარლზის და კეირ სტარმერის შეხვედრა ბუკინგემის სასახლეში გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი გაემართა დაუნინგ სთრითისკენ, საიდანაც მან მოსახლეობას პირველად მიმართა:

„მიუხედავად იმისა, მიეცით თუ არა ხმა „ლეიბორისტულ პარტიას“, პირდაპირ გეუბნებით, რომ ჩემი მთავრობა მოგემსახურებათ თქვენ. პოლიტიკა შეიძლება სიკეთის ძალა იყოს, ჩვენ ამას ვაჩვენებთ. ჩვენ შევცვალეთ „ლეიბორისტული პარტია“ და ის ქვეყნის სამსახურში დავაბრუნეთ, მას ასე ვმართავთ: პირველია ქვეყანა, ხოლო მეორე – პარტია.

ამიერიდან თქვენ გყავთ მთავრობა, რომელიც ხელმძღვანელობს მხოლოდ მტკიცე გადაწყვეტილებით, რომ თქვენს ინტერესებს ემსახუროს. თქვენ მოგვეცით მკაფიო მანდატი და ჩვენ მას გამოვიყენებთ ცვლილებების განსახორციელებლად“, – მიმართა მოსახლეობას კეირ სტარმერმა.

ცნობისათვის, დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები ოთხ ივლისს გაიმართა. გამარჯვება „ლეიბორისტულმა პარტიამ“ მოიპოვა და ქვეყანას, „კონსერვატორების“ 14-წლიანი მმართველობის შემდეგ, სათავეში პირველად ჩაუდგება.

თემთა პალატის 650-კაციან შემადგენლობაში ლეიბორისტები 410 ადგილს დაიკავებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g