LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუა ლიპა თავისუფალ დროს მეგობარ მამაკაცთან ერთად ატარებს

175
15246_044524_eng (1)

დუა ლიპა კალუმ ტერნერთან გრძნობებს აღარ მალავს. როგორც ჩანს, ინგლისელი მომღერალი თავისუფალ დროსაც პოულობს იმისთვის, რომ მეგობარ მამაკაცთან ერთად გაერთოს.

ახლახან, 28 წლის არტისტი , ,,გლასტონბერის ფესტივალის” ჰედლაინერად მოგვევლინა, რომელსაც მისი ბოიფრენდიც დაესწრო. ახალგაზრდა მუსიკოსმა უმნიშვნელოვანესი პერფორმანსის შემდეგ, ქსელში ფოტოების სერია გამოქვეყნა, რომლებშიც ის მეგობრებისა და 34 წლის მსახიობის გარემოცვაშია აღბეჭდილი.

დუა ლიპასა და კალუმ ტერნერის შესახებ ტაბლოიდები მიმდინარე წლის დასაწყისში ალაპარაკდნენ. ვარსკვლავური წყვილის პირველი ოფიციალური საჯარო გამოჩენა თებერვალში, 66-ე ,,გრემის” შემდგომ წვეულებაზე შედგა.

ამჟამად, დუა ლიპა მესამე სტუდიური ალბომის – Radical Optimism მხარდასაჭერ ტურნეშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები