LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხელისუფლება ვერ მიხვდა და ვერ გაიგო, თუ სად არიან მისი მეგობრები, სად არიან მისი მტრები.. მშვიდობა ვერ იქნება ვერც იზოლაციაში და ვერც ჩვენი პარტნიორების გარეშე“ – სალომე ზურაბიშვილი

160
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „მშვიდობა ვერ იქნება ვერც იზოლაციაში და ვერც ჩვენი პარტნიორების გარეშე, არ გვექნება არცერთი რესურსი ჩვენი ჯარის გასაძლიერებლად, რათა ქვეყანა იყოს დაცული“.

აღნიშნული განცხადებით ზურაბიშვილმა უპასუხა კითხვას, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს.

პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლებამ ვერ გაიგო, ვინ არის მეგობარი და ვინ – მტერი.

„ეს შეიძლება იყოს იმავე დონის დაზიანება, როგორიც არის რუსული კანონი ჩვენი ევროპული გზისთვის. ეს არის დაზიანება ჩვენი ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის და ყველაფრისთვის, რაც აქამდე ჩვენს ჯართან ერთად შენდებოდა. ყველაფერი არის უკვე ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლება ვერ მიხვდა და ვერ გაიგო, თუ სად არიან მისი მეგობრები, სად არიან მისი მტრები და რა უნდა გაკეთდეს, სად არის ამ ქვეყნის მშვიდობა. მშვიდობა ვერ იქნება იზოლაციაში და პარტნიორების გარეშე. არ გვექნება არცერთი რესურსი, რომ ჩვენი ჯარი გავაძლიეროთ, იმისთვის კი არა, რომ რაღაცა მოგონილი ფრონტები დავიწყოთ, არამედ ქვეყანა იყოს დაცული. დაცვა, არის მზადებაში და ეს მზადება დღეს არის საფრთხის ქვეშ“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

„ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს… საფრთხეს უქმნიან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატო-ს სტანდარტებზე აყვანა“ – პრეზიდენტი ხელისუფლებაზე

„ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო, დახურულიყო ევროპის კარი საქართველოსთვის და გაუქმებულიყო სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პაკეტი“ – გრიგოლ გეგელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g