„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე სრულიად ახალ, 2016 წლის მოდელს, ”ტოიოტა C-HR”-ს წარმოადგენს.
ავტომობილი ოფიციალური პრეზენტაცია 2 დეკემბერს, 19:00-დან 21:00 საათამდე „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“-ში (უნივერსიტეტის ქ. N6) გაიმართება, სადაც მოწვულ სტუმრებს საშუალება ექნებათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია ავტომობილზე და ჩაეწერონ ტესტ-დრაივზე, რათა თავად გამოსცადონ ავტომობილის შესაძლებლობები.
”ამასთან, ”ტოიოტა ცენტრი თეგეტა” მომხმარებლებისათვის სასიამოვნო გარემოს შექმნის და სტუმრებს სასმელებითა და ფურშეტით გაუმასპინძლდება”, – აცხადებენ კომპანიაში.