LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზო ჩხიკვიშვილი: „შარშან ნანატრი შვილიშვილი გამიჩნდა, რომელიც ჩემთვის მზის სხივია, ჩემი მირა ახლა წლისა და ერთი თვისაა, ამბობენ, რომ მე მგავს…“

2092
BeFunky-collage - 2024-07-07T140922.466

„შარშან ნანატრი შვილიშვილი გამიჩნდა, რომელიც ჩემთვის მზის სხივია. ჩემი მირა ახლა წლისა და ერთი თვისაა, ამბობენ, რომ მე მგავს”, – ამბობს მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი.

ჩხიკვიშვილმა სამსახიობო მოღვაწეობა რუსთავში დაიწყო და მაყურებელმა ­ სპექტაკლით „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“­ გაიცნო. 30-წლიანი ემიგრაციის შემდეგ მსახიობი კვლავ შეხვდა მონატრებულ ქართველ მაყურებელს. მსახიობის მეგობრებმა მისი საქართველოში მოღვაწეობის პერიოდი გაიხსენეს, რეზო ჩხიკვიშვილმა კი თავის შესახებ უამბო მაყურებელს. მეორე ნაწილი მუსიკალური იყო, სადაც თავად შეასრულა მუსიკალური ნომრები, რაშიც მისი მუსიკოსი მეწყვილე და რუსთაველი მუსიკოსები დაეხმარნენ… პროფესიულ მიღწევებზე,­ ოჯახურ იდილიაზე რეზო ჩხიკვიშვილი „კვირის პალიტრას“ ესაუბრა.

– მე მართლაც ბედნიერი ბავშვობა­ მქონდა, ბედნიერი და ბავშვური. დღევანდლისგან განსხვავებით, ბავშვობა ჩვენმა თაობამ უფრო სიმშვიდეში გავატარეთ­. სიმშვიდე იყო, საქართველოშიც და მსოფლიოშიც. მართალია, ბავშვებისთვის დღეს მეტი გასართობი და გასანებივრებელი საშუალებაა, მაგრამ მაშინ უფრო უშფოთველი ყოფა იყო. ჩვენ ნაღდი ბავშვები, გაცილებით გულუბრყვილოები ვიყავით, ახლა კი დატენილი არიან მილიონი ინფორმაცი­ით… მშობლები ექიმები მყავდნენ, არც ავად გახდომის მეშინოდა და არც არაფერი მაკლდა. ეზოში ჩასვლაც მიხაროდა, ათასგვარ თამაშს ვიგონებდით. ისეთი­ ცელქი ვიყავი, თუ სადმე ჩამოსავარდნი, დასაცემი იყო, ყველგან მე ვიყავი დაშავებული…“-ამბობს რეზო გამოცემასთან.

ინტერვიუს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ აღიშნულ ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g