რა არის ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო ? ამის შესახებ ფსიქოლოგმა ლალი ბადრიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.
როგორც აღმოჩნდა, აშშ-ში ჩატარდა ექსპერიმენტი, რომელიც 75 წელს გაგრძელდა. შედეგად, კი გამოიკვეთა ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებისთვის 5 ძირითადი საჭიროება.
„ყველაზე დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობენ ის ადამიანები, რომლებსაც შეიძლება მძიმე დაავადება ჰქონდეთ, მაგრამ მსუბუქად უყურებენ ამას. აი მაგალითად, ისე, როგორც საველოდიპედო საგზაო შემთხვევას, ძალიან მარტივს.
მეორე, ეს არის სიყვარული და საყვარელი ადამიანის არსებობა, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობს ხანგრძლივ ცხოვრებაში.
მესამე, ის ადამიანები, რომლებსაც ფსიქოთერაპევტი ჰყავს. როდესაც ჩვენს ცხოვრებაში რაღაც უარყოფითი ხდება, ამ ნეგატივის გადამუშავება აუცილებელია, რაც შემდეგ უკვე აღარ გაზიანებს.
მეოთხე – არიან ადამიანები, რომლებიც განვითარებაზე არიან ორიენტირებულები და არ ჩერდებიან. არ აქვს მნიშვნელობა მებაღეობა იქნება ეს თუ სხვა პროფილი, ნებისმიერ სფეროში, როდესაც განვითარებით ხარ დაკავებული, ბედნიერი ხარ და ხანგრძლივი ცხოვრებაც გაქვს.
მეხუთე და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი იცით რა აღმოჩნდა ? ურთიერთობები, სოციალური ურთიერთობები“, – ამბობს ფსიქოლოგი ლალი ბადრიძე.