„ეშმაკი ატარებს პრადას“ 18 წლის შემდეგ ეკრანებს უბრუნდება. ამ სათაურებით აჭრელდა დასავლური მედია. წყაროს ცნობით, სცენარისტი ელინ ბროში აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს კომპანიებთან.
ჯერჯერობით მეტი დეტალი არ არის ცნობილი, თუმცა, დაგვეთანხმებით, რომ აღნიშნული ფილმი წარმოუდგენელია შეუდარებელი მერილ სტრიპის გარეშე. ასე რომ ცხადია, საზოგადოება მის დაბრუნებას სულმოუთქმელად ელის. უცნობია, ითამაშებს თუ არა სიქველში ენ ჰეთეუეი, რომელმაც პირველ ფილმში მთავარი როლი შეასრულა.
ფილმი ეკრანებზე სავარაუდოდ 2026 წელს გამოვა.
შეგახსენებთ, ფილმი „ეშმაკი ატარებს პრადას“ ლოურენ ვეისბერგერის 2003 წლის ნოველის მიხედვით გადაიღეს, სადაც მთავარ როლს მერილ სტრიპი და ენ ჰეთეუეი ასრულებენ.
ფილმის, „ეშმაკი ატარებს პრადას“ გადაღებებისას მერილ სტრიპი ღრმა დეპრესიაში იყო
„ეშმაკი ატარებს პრადას“ მიუზიკლი ჩიკაგოს თეატრში დაიდგმება