LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავის მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური შესაძლოა, კვლავ შეიცვალოს

43

ძველი ტარიფის – 1,30 შენარჩუნებაზე მოლაპარაკება რუსთავის მიკროავტობუსის მძღოლებთან დღესვე დაიწყება – ამის შესახებ შპს ,,ინტერტრანსის’’ წარმომადგენელმა რუსთავის საკრებულოში გამართულ შეხვერაზე განაცხადა, სადაც რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის საფასურის შემცირების საკითხი განიხილეს.

იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ვერ მიაღწევს მძღოლებთან შეთანხმებას, რუსთავის მერია ,,ინტერტრანსის’’ მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სანქციებს აამოქმედებს

კომპანია ,,ინტერტრანსის’’ წარმომადგენლებს რუსთავის საკრებულოში ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, მერის მოადგილეები – ნოდარ შეროზია, დავით ლობჟანიძე და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სალია შეხვდნენ.

screen_shot_2016_12_05_at_15_18_22რუსთავი-თბილისის მიმართულებით სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობის ტარიფი ორი დღის წინ, რუსთავის მერიასთან შეთანხმების გარეშე გაძვირდა. მგზავრობის ღირებულება 1.30–დან 1.50–თეთრამდე გაიზარდა.

ხელშეკრულებაში რომელიც „ინტერტრანსსა“ და ქალაქის მერიას შორის ერთი წლის წინ გაფორმდა, ლარის კურსის ცვლილების გამო ტარიფის გაზრდაზე საუბარი არ ყოფილა. საპირისპირო მოსაზრება აქვთ „ინტერტრანსში“. კომპანიაში განაცხადეს, რომ ვალუტის კურსის მკვეთრი ცვალებადობის შემთხვევაში მათ უფლება ჰქონდათ მგზავრობის ღირებულება გაეზარდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები