LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,გრემის” ნომინანტი დიჯეი – სტივ აოკი ბათუმში დაუკრავს

307
attachment

სტივ აოკი საქართველოში კიდეც ერთხელ ჩამოვა. ამჯერად, ამერიკელი დიჯეი 11 აგვისტოს, ,,მონო ჰოლ ბათუმში” დაუკრავს.

მსოფლიოს საუკეთესო დიჯეებს შორის, აოკი პირველ ათეულში შედის. ის ასევე ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი არტისტია ელექტრონული მუსიკის სივრცეში.

46 წლის დისკ-ჟოკეიმ საყოველთაო აღიარება 2012 წელს, სადებიუტო სტუდიური ალბომის – Wonderland გამოშვებისთანავე მოიპოვა. ,,გრემიზე“, დისკს, რომელიც მისი შემოქმედების ყველაზე ცნობილი და პოპულარული ჩანაწერია, ,,საუკეთესო ელექტრონული/საცეკვაო ალბომის” ნომინაცია მიენიჭა.

პირველად, ყველაზე მასშტაბური ფესტივალების ერთ-ერთი მთავარი ჰედლაინერი, ჩვენ ქვეყანას, 2017 წელს სტუმრობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები