LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა მჟავანაძე: „ბევრი რამ ოჯახის გამო არ გამიკეთებია, ანგარიში გამიწევია…”

182
eka-3-copy-1719052738

„ენამახვილია, ოღონდ ყოველთვის ირონიული ტონით. არ აღელვებს, ამჩნევენ თუ არა სხვები მის ღირსებებს, ამის გარეშეც დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. ყოველი ნაბიჯი კარგად გათვლილ ტაქტიკას, შორს მიმავალ გეგმებს ეფუძნება და არა სპონტანურად მიღებულ გადაწყვეტილებებს. ჯიუტი, ამაყი და გულჩათხრობილი ადამიანია. მას ნებისმიერი სამუშაოს შესრულება შეუძლია, რომელიც არ არის რისკთან დაკავშირებული”, – ასე ახასიათებენ ასტროლოგები გველის წელში დაბადებულ თხის რქას, ეს კი მსახიობ ეკა მჟავანაძის ზოდიაქოს ნიშანია.

ჟურნალი „გზა“ ზოდიაქოს ნიშანთან დაკავშირებით მსახიობთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს.

„მას ეხერხება საკუთარი პოზიციის სისწორეში ნებისმიერი ადამიანი ადვილად დაარწმუნოს”.

არც ამას ვცდილობ. მე ჩემი პოზიცია მაქვს და იმ პოზიციას თავად ვიცავ, მაგრამ დღეს ისეთი ცხოვრებაა, ათასი რამ არის საფიქრალი, საზრუნავი და სხვა რომ რამეში დავარწმუნო, ამით თავს არ ვიღლი. არც მოკამათე ვარ. მოგისმენ, შენს აზრს გავატარებ ან მივიღებ. თავისუფლების მოყვარე გახლავართ და ადამიანებსაც თავისუფლებას ვაძლევ.

საქმეზე კონცენტრირებაში, მიზნების მიღწევაში რამდენად გეხმარებათ, რამდენად მნიშვნელოვანია, გქონდეთ აწყობილი პირადი ცხოვრება, დალაგებული ოჯახი?

ოჯახი ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. შეიძლება ითქვას, ბევრი რამ ოჯახის გამო არ გამიკეთებია, რადგან ანგარიში გამიწევია, რაღაც დეტალები გამითვალისწინებია. ადრეც ასე იყო და დღესაც ასეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g