LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მეშინოდა.. მეგონა, რომ მეტი სიძულვილი წამოვიდოდა. მაგ. „ღირსი ხარ“, „ღმერთმა დაგსაჯა“.. მაგრამ არცერთი ასეთი შეტყობინება არ ყოფილა“ – ხათუნა სამნიძე ონკოდაავადებაზე

525
ხათუნა სამნიძე

პოლიტიკოსი ხათუნა სამნიძე Tik Tok-ზე „ნეტგაზეთისთვის“ მიცემული ინტერვიუდან ერთ-ერთ მონაკვეთს გვიზიარებს.

ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ონკოლოგიური დაავადება დაუდგინდა, ეგონა, რომ ადამიანების გარკვეულ კატეგორიას ეს ამბავი „გაახარებდა“, თუმცა საბედნიეროდ, მსგავსი სახის შეტყობინება არავისგან მიუღია.

„მივხვდი, რომ ამ საშინელებისგან, რაც მჭირს, შეიძლება რაიმე სასარგებლო გავაკეთო და ონკოპაციენტებს ვუთხრა, მოდი, ერთად ვიბრძოლოთ.

ამან მომცა უდიდესი ძალა. მეშინოდა.. მეგონა, რომ მეტი სიძულვილი წამოვიდოდა. მაგ. „ღირსი ხარ“, „ღმერთმა დაგსაჯა“.. მაგრამ არცერთი ასეთი შეტყობინება არ ყოფილა“, – აცხადებს ხათუნა სამნიძე.

@khatuna_samnidze

მეშინოდა საჯაროდ გამოჩენის, მაგრამ ჩემი გამოჩენით, რაღაც სასარგებლო შემიძლია გავაკეთო ონკოპაციენტებისთვის 🎥 “ნეტგაზეთი”

♬ original sound – Khatuna Samnidze
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g