აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი – მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს.
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სროლა მკვლელობის მცდელობაა.
„ადგილი ჰქონდა ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მკვლელობის მცდელობა“, – განაცხადა გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენელმა კევინ როჟეკმა პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს ელექტრონული ფოსტით მოკლე შეტყობინება გაუგზავნა და განუცხადა, რომ არასდროს დანებდება.
„ეს არის შეტყობინება დონალდ ტრამპისგან : არასოდეს დავნებდები!“ – წერს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი.
ფოტოები: Evan Vucci / AP Photo