LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კომუნალური და საცობთან დაკავშირებული პრობლემები მაინც მოუგვარეთ ხალხს იმ 100-მდე დღეში, რაც დაგრჩენიათ“ – მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“

138
284741_video

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერი ლიდერი პაატა მანჯგალაძე აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ, დონალდ ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს აფასებს და ამბობს, რომ უზნეობაა მსგავსი ძალადობის ფაქტების ვიწროპარტიული მიზნებისთვის გამოყენება.

„არასოდეს დავნებდები!“ – დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მომხდარ სროლასთან დაკავშირებით გამოძიება მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს

„რა თქმა უნდა, ვგმობთ დონალდ ტრამპზე თავდასხმას, ეს არის არა მხოლოდ ტრამპისთვის, არამედ დემოკრატიისთვის ნასროლი ტყვია. ამ საკითხზე “ქართული ოცნების” ლიდერების კომენტარებს რომ ვისმენ, ქართული გამოთქმა: “კუმ ფეხი გამოყო” მახსენდება. როგორ საცოდავად ცდილობენ დიდ „ტრამპისტებად“ მოაჩვენონ ხალხს თავი. ნუთუ არ იციან, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, მათი იდეოლოგიური სამშობლოს, მოსკოვის დაბომბვით იმუქრება. უზნეობაა მსგავსი ძალადობის ფაქტების ვიწროპარტიული მიზნებისთვის გამოყენება.

მოეშვით ყველაფერში ბინძურ პროპაგანდას და კომუნალური და საცობთან დაკავშირებული პრობლემები მაინც მოუგვარეთ ხალხს იმ 100-ამდე დღეში, რაც დაგრჩენიათ”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g