გუშინ, „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის გახსნის ღონისძიებაზე მმართველი გუნდის მხარდამჭერები – ცნობილი სპორტსმენი, რამაზ ნოზაძე და მისი მეუღლე, ჟურნალისტი ხატია სიჭინავაც იმყოფებოდნენ.
ჟურნალისტებმა მათ კითხვა დასავლეთთან ინტეგრაციის საკითხზე და ამ პროცესის შეჩერებაზე დაუსვეს, რაზედაც რამაზ ნოზაძემ უპასუხა, რომ „ამას ვერ გრძნობს“.
დასმულ კითხვაზე, არის თუ არა ევროკავშირში წევრობა თქვენი არჩევანი?! – სპოტსმენმა უპასუხა:
„ჩემთვის საქართველოა მთავარი და მერე ევროპა და ამერიკა უკვე სხვა… ვერ ვხედავ, რომ პროცესი [დასავლეთთან ინტეგრაციის] გაჩერებულია და ვერც ვგრძნობ. პარტნიორები ხან რას ამბობენ და ხან რას. მე საქართველოსი მჯერავს – საქართველო ირჩევს „ოცნებას“.
აი, არჩევნები იქნება და გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა ვინ აირჩიოს. თქვენ კიდე რა გინდათ, გინდათ ისეთი კითხვა დამისვათ, რომ ამრიოთ, დამრიოთ, არ გამოგივათ რა… აქ მოვედი ყოველთვის, 2012-შიც, ახლაც მოვედი და როცა არჩევნები იქნება, ყოველთვის მოვალ და გავაკეთებ ჩემს არჩევანს.“ – აღნიშნა რამაზ ნოზაძემ.
„სულ მცირე 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ“ – ირაკლი კობახიძე
❗ პარტნიორები ხან რას ამბობენ და ხან რას და ვერ ვგრძნობ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაჩერებულია 👉 რამაზ ნოზაძე
Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on Wednesday 17 July 2024