თბილისში, საბურთალოზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მეზობლებს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ, რის შემდეგაც, ერთ-ერთმა მეორეს, დანით დაზიანებები მიაყენა.
დაჭრილი მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი, მეორე პირი კი სამართალდამცავებმა დააკავეს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.