მომღერალი ლელა წურწუმია ახალი კონცერტისთვის ემზადება, რომელიც წალკის კანიონზე, „კასს ლენდ დამინოდ რეზორტში“ გაიმართება.
მანამდე, მომღერალი წალკის კანიონს უკვე სტუმრობდა მეუღლესთან და შვილთან ერთად, საიდანაც ლელა წურწუმია შთამბეჭდავ ფოტოებს გვიზიარებს.
ულამაზესი ხედის ფონზე მომღერალი მეუღლესთან ერთად პოზიორობს, ფოტოების ავტორი კი მათი შვილი, მარიკო მამულაშვილია.
შეგახსენებთ, ლელა წურწუმია ბენდთან ერთად, კონცერტს 20 ივლისს გამართავს. ამავე საღამოს გაიმართება ლელა წურწუმიას ახალი სიმღერის და კლიპის პრეზენტაცია – „მე ვარ ბედნიერი“.