LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუკა ხუციშვილი მამობაზე: „ამ დიდ სიხარულს ცოტათი სევდაც ახლავს, პატარა გიოს დაბადებას მამაჩემი რომ ვერ მოესწრო. სახლშიც ვლაპარაკობთ ხოლმე, ეს მისთვის რამდენად დიდი ბედნიერება იქნებოდა…“

475
ზუკა ხუციშვილი

მომღერალი ზუკა ხუციშვილი ახლახან მამა გახდა, მას გიო ხუციშვილი შეეძინა. როგორც ჟურნალ „გზასთან“ ამბობს, ახალი სიტყვების გამოგონებაა საჭირო იმ ემოციების აღსაწერად, რაც ახლა დაეუფლა:

„ძალიან გამჭირდება გადმოვცე, როგორი ემოციებიც მაქვს. იმის დაჯერება, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, მგონი დღემდე მიჭირს. ახალი სიტყვების გამოგონებაა საჭირო იმისთვის, რომ აღვწერო ყველაფერი, რამაც ცხოვრება მთლიანად უკეთესობისკენ შეცვალა.

ზუკა ხუციშვილი: „შვილი დაუჯერებელი ბედნიერებაა! ყველამ უთქმელად ჩავთვალეთ, რომ მისი სახელი გიო იქნებოდა… იმის ნახევარი თუ მაინც გავაკეთე, რაც გიომ გააკეთა ჩემთვის, ბედნიერი ვიქნები…“

მამობა იმაზე ამაღელვებელი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგედგინა?

მიახლოებულადაც ვერ წარმოვიდგინე, თავს როგორ ვიგრძნობდი. სანამ პატარას არ დაინახავ, ხელში არ დაიჭერ, ვერც გაიაზრებ, როგორი ბედნიერებაა ეს ყველაფერი. ამ დიდ სიხარულს ცოტათი სევდაც ახლავს, პატარა გიოს დაბადებას მამაჩემი რომ ვერ მოესწრო. სახლშიც ვლაპარაკობთ ხოლმე, ეს მისთვის რამდენად დიდი ბედნიერება იქნებოდა. ამაზე სულ გვეფიქრება, მაგრამ მჯერა, ჩვენი ოჯახის წევრები სადაც არიან, იქიდანაც გვხედავენ.

გაგვაცანი, როგორი ბიჭია გიო ხუციშვილი?

ჯერ ძალიან პატარაა, 2 კვირის, ცოტათი მტირალაა, დიდი ლოყები აქვს და სულ სძინავს, ხასიათით ჯერ ჩვენც არ ვიცით, როგორი ბიჭია. სიცილს რომ დაიწყებს და რაღაცებს რომ ისწავლის, მერე ვნახოთ, რა თვისებებს გამოავლენს…“

ფოტო: ზუკა ხუციშვილი მეუღლის მშობიარობას დაესწრო – როგორ გამოიყურება პატარა გიო ხუციშვილი

ფოტო, ვიდეო: ზუკა ხუციშვილის ემოციები შვილის შეძენისას – ზუკას დეიდა ოჯახისთვის დაუვიწყარი წუთების კადრებს გვიზიარებს

მაია ჯორჯაძე: „ხუციშვილებს ჰგავს, ძალიან ბედნიერი ვარ.. გიოს ერთი სული ჰქონდა და ვერ მოესწრო, ალბათ ხედავს, რომ გაჩნდა პატარა გიო ხუციშვილი“

ზუკა ხუციშვილს ვაჟი შეეძინა – „გიო ხუციშვილი უმცროსის მობრძანებას გაუმარჯოს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g