LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუკა ხუციშვილი: „შვილი დაუჯერებელი ბედნიერებაა! ყველამ უთქმელად ჩავთვალეთ, რომ მისი სახელი გიო იქნებოდა… იმის ნახევარი თუ მაინც გავაკეთე, რაც გიომ გააკეთა ჩემთვის, ბედნიერი ვიქნები…“

303
ზუკა ხუციშვილი

ზუკა ხუციშვილი მამა გახდა. მას ვაჟი შეეძინა, რომელსაც გიო დაარქვა.

როგორც ზუკა ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში ამბობს, ამ სახელის გარდა, სხვა არც განიხილებოდა:

„რომ გავიგეთ, ბიჭი დაიბადებოდა, ყველამ უთქმელად, თითქმის შეთანხმებულად ჩავთვალეთ, რომ მისი სახელი გიო იქნებოდა…“

მომღერალი შვილის დაბადებას დაესწრო:

„ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო და მინდოდა, ყველაზე რთულ მომენტში მეუღლის გვერდით ვყოფილიყავი. ჩემთვის მეორეხარისხოვანი იყო, მთელი ეს სამედიცინო პროცესი რთულად აღსაქმელი იქნებოდა თუ არა. მთავარი იყო, ჩემი მეუღლე ყოფილიყო ჯანმრთელად და კარგად. მე მისი ხელი მეჭირა და შეიძლება ითქვას, ერთმანეთს ვამხნევებდით…“

ბავშვის სახლში გამოყვანის შემდეგ, ზუკას ემოციები განსაკუთრებულია:

„სანამ ხელში არ დაიჭერ, მანამდე ძნელია, წარმოიდგინო, ეს რა ემოციებია. შვილი დაუჯერებელი ბედნიერებაა…

რაც სახლში გამოვიყვანეთ, ღამე არ გვიძინია. ყოველი მისი მოძრაობა, გადაბრუნება ჩვენთვის სიფხიზლის მიზეზია. რამე ხომ არ აწუხებს ან რამეში ხომ არ ვჭირდებით. მოკლედ, ჯერჯერობით, უფრო ვღელავთ, ვიდრე ბედნიერებით ვტკბებით… მივხვდი, რა არის ნამდვილი სიყვარული…“

ზუკა ფიქრობს, რომ შვილი ისე უნდა გაზარდოს, როგორც თავად გაზარდა მამამ:

„ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც მამაჩემი მიკეთებდა. მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები გიოსი, თუ როგორ გამზარდა, იმის ნახევარი თუ მაინც გავაკეთე, რაც გიომ გააკეთა ჩემთვის, ბედნიერი ვიქნები…“

ჟურნალ „სარკის“ 3 ივლისის ნომერში იხილავთ ვრცელ ინტერვიუს ზუკა ხუციშვილთან.

ფოტო: ზუკა ხუციშვილი მეუღლის მშობიარობას დაესწრო – როგორ გამოიყურება პატარა გიო ხუციშვილი

ფოტო, ვიდეო: ზუკა ხუციშვილის ემოციები შვილის შეძენისას – ზუკას დეიდა ოჯახისთვის დაუვიწყარი წუთების კადრებს გვიზიარებს

მაია ჯორჯაძე: „ხუციშვილებს ჰგავს, ძალიან ბედნიერი ვარ.. გიოს ერთი სული ჰქონდა და ვერ მოესწრო, ალბათ ხედავს, რომ გაჩნდა პატარა გიო ხუციშვილი“

ზუკა ხუციშვილს ვაჟი შეეძინა – „გიო ხუციშვილი უმცროსის მობრძანებას გაუმარჯოს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები