საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Flynas ბორტგამცილებელთათვის ჟესტების ენის სწავლების პროგრამა დაიწყო.
მიღებული ცოდნა რეისის მომსახურე პერსონალს სმენის პრობლემის მქონე მგზავრების დახმარების საშუალებას მისცემს.
პროგრამის სასწავლო მასალები მოიცავს მოგზაურთა მომსახურების ყველა ეტაპს – რეგისტრაციიდან თვითმფრინავის დაშვებამდე.
შეგახსენებთ, 2024 წლის დასაწყისში, Flynas-მა სახმელეთო მომსახურე პერსონალი და ბორტგამცილებლები აუტისტური სპექტრის მქონე მგზავრებთან კომუნიკაციაშიც გადაამზადა.