LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიადი, ჯედა, დამამი – საქართველოსკენ ფრენას კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი კომპანია აღადგენს

68
1569252688-A321XLR-flynas-1024x742

საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ანახლებს. რეისები თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მიმართულებით რიადიდან, ჯედადან და დამამიდან შემდეგი განრიგით შესრულდება:

  • რიადი – თბილისი – რიადი, 19 მაისიდან 5 სექტემბრამდე, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას;
  • ჯედა – თბილისი – ჯედა, 17 მაისიდან 5 სექტემბრამდე, ყოველ ორშაბათს ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას;
  • დამამი – თბილისი – დამამი, 17 მაისიდან 5 სექტემბრამდე, ყოველ ორშაბათს ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას;
  • რიადი – ბათუმი – რიადი, 17 მაისიდან 5 სექტემბრამდე, ყოველ ორშაბათს ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას;
  • ჯედა – ბათუმი – ჯედა, 18 მაისიდან 4 სექტემბრამდე, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს;
  • დამამი – ბათუმი – დამამი, 18 მაისიდან 4 სექტემბრამდე, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს.

ავიარეისები Airbus 319 და 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 13 მაისს მიენიჭა. ავიაკომპანია Flynas საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2018 წელს შემოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები