LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდებული ამბავი” : Flynas ბრუნდება, კვირაში 3,500-ზე მეტ მხარჯველუნარიან ტურისტს ვუმასპინძლებთ

78
11435659424-60c6cf40f3-b

საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas 17 მაისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს განაახლებს. როგორც საქართველოს პარამენტის წევრი, ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით ფრენებს კვირაში 21 სიხშირით განახორციელებს.

„დიდებული ამბავი! 17 მაისიდან, კვირაში 21 რეისი – რიადი, ჯედადა და დამამიდან თბილისის და ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს საუდის არაბეთის ეროვნული ავიაკომპანია flynas შეასრულებს.

კოვიდ-19-ის დროს, კვირაში 21 რეისის ოპერირება საქართველოს ტურიზმის უდიდესი პოტენციალის, ნდობის და ჩვენი ქვეყნისადმი დიდი სიყვარულის გამოხატულებაა ავიაკომპანიის მხრიდან, რადგან ასეთი მოცულობის ფრენები ამავდროულად, უდიდესი ფინანსური  რისკია ავიაკომპანიისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის კი, ეს უდიდესი შესაძლებლობაა გავაძლიეროთ ტურიზმის სექტორი და კვირაში 3,500-ზე მეტ მხარჯველუნარიან ტურისტს ვუმასპინძლოთ საუდის არაბეთიდან!

მადლიერი ვარ იმ მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის რაც გვაკავშირებს ავიაკომპანიასთან და მის გუნდთან!“, – წერს მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები