ცოტა ხნის წინ, უიმბლდონის ფინალზე ქეით მიდლტონის გამოსვლამ, ყველა დაარწმუნა, რომ პრინცესას ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. ბოლომდე ჯერ კიდევ არავინ იცის, რა ეტაპზეა სიმსივნესთან ბრძოლის პროცესი, ამდენად სამეფო ოჯახის ყველა ახალი განცხადება, საზოგადოების ინტერესს იწვევს.
ამჯერად ქეით მიდლტონმა ახალი მიმართვა გაავრცელა, სადაც ხალხს უყვება, რა ეხმარება მას ყველაზე მეტად მძიმე სენთან ბრძოლაში. როგორ ქეითი ამბობს, ეს ბუნებასთან სიახლოვე და ბუნებაში გატარებული დიდი დროა.
ამასთან ქეითმა ლონდონის ხელოვნების მუზეუმში ახალი ბაღების გახსნა დააანონსა. ქეითი იმედოვნებს, რომ სწორედ ეს ბაღები გახდება ადგილი, სადაც სხვადასხვა დაავადებების დროს, ადამიანები სულიერ სიმშვიდეს იპოვიან. ამავე დროს ქეითი ამბობს, რომ დიაგნოზის დასმამდე ის, შვილებთან ერთად, ხშირად სტუმრობდა ლონდონის ხელოვნების მუზეუმის ტერიტორიას.

