2017 წელი მოდელ ირინა შეიკისთვის ნამდვილად გამორჩეული იქნება. 30 წლის მოდელი პირველად გახდება დედა, ამასთან ის ცოლად გაყვება საყვარელ მამაკაცს, მსახიობ ბრედლი კუპერს.
მიუხედავად იმისა, რომ წყვილს ქორწილთან დაკავშირებით ყველაფერი მკაცრად აქვს გასაიდუმლოებული, მედიამ მოახერხა და გაარკვია, როდის შედგება სანატრელი ცერემონია. მათი მტკიცებით, შეიკი და კუპერი საკურთხეველთან აგვისტომდე არ მივლენ. მაგ დროისთვის კი მათი საერთო შვილი უკვე რამდენიმე თვის იქნება.