LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

170
მიხეილ ცაგარელი

დღეს გეომაგნიტური დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი დღის გეომაგნიტური ენერგიები მეტ პრობლემას უქმნის ადამიანის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რაც შესაძლოა გახდეს არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი. ეს პერიოდი ყურადღებას ითხოვს არა მხოლოდ ტრავმების კუთხით, არამედ, მაგალითად, არტერიული წნევის მხრივაც, წნევის უეცარმა ცვალებადობამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი და სხვა დისკომფორტული გამოვლინებები. ასეთ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, გავიზომოთ წნევა და აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი მედიკამენტების მიღებით მოვიყვანოთ ორგანიზმი წესრიგში.

ცის კაბადონზე მნიშვნელოვანი მოვლენაა – დღეიდან 6 აგვისტომდე სიყვარულის, ხელოვნების, სილამაზისა და მატერიალური კეთილდღეობის მმართველი პლანეტა ვენერა გადაინაცვლებს ქალწულის ზოდიაქოში. ამ ზეგავლენის შედეგად იგი მეტად განავითარებს ადამიანების ურთიერთობებში დისციპლინას, ორგანიზებულობას, მოთმინებას, პრაგმატულობას, პასუხისმგებლობის მაღალ უნარს, სისუფთავისადმი და წესრიგისადმი განსაკუთრებულ მიდრეკილებასა და ერთგულებას.

ამავდროულად, ვენერა გაამახვილებს კრიტიკულობას, წვრილმანებისადმი ჩაძიების უნარს, ზედმეტ პირდაპირობასა და ზოგიერთ შემთხვევაში, სიჯიუტესაც კი, რაც ითხოვს მეტ სიფრთხილეს და ამ კუთხით ყურადღებით იყავით. მეორე მხრივ, ეს პლანეტარული მდებარეობა საგრძნობლად გააუმჯობესებს ფინანსურ მდგომარეობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა პედაგოგიკა, მედიცინა, მეცნიერება, მასმედია, ვაჭრობა და ინჟინერია.

პარტნიორული ურთიერთობები:

დღეს მაღალია კამათის, ეჭვიანობისა და ეგოიზმის გამოვლენის ალბათობა, რაც გარკვეულწილად ძაბავს კომუნიკაციას.

დღის რეკომენდაციები:

დღეს და ხვალ არ მოექცეთ სხვათა ზეგავლენის ქვეშ, რისი ტენდენციაც საკმაოდ მაღალია. შესაძლებელია ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობამაც მოიმატოს. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებსა და სულსწრაფ გადაწყვეტილებებს; ამასთანავე, მკაცრად აკონტროლეთ თქვენი საფულე.

მეორე მხრივ, დღეს სასიკეთოა ქორწინებისთვის, მეგობრული კონტაქტებისთვის, ახალი ნაცნობობის გაბმისა და საყიდლებისთვის. პერიოდი ხელს უწყობს კულტურულ-გასართობ ღონისძიებებს, ვაჭრობას, ასევე მცენარეთა დარგვა-გადარგვას.

ჯანმრთელობა:

ჯანმრთელობის კუთხით საგრძნობლად სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა და სწორი ნაწლავის ზონა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში, განსაკუთრებული (გადაუდებელი) აუცილებლობის გარდა, დღეს არ არის მიზანშეწონილი. სამაგიეროდ, მეტად ეფექტურია შარდ-სასქესო სისტემის მკურნალობა, ასევე სახის კანისა და თმის კვება. საკვებ რაციონში კარგია თაფლის, რძის პროდუქტებისა და ბოსტნეულის გამოყენება, რაც საგრძნობლად გაზრდის ორგანიზმის იმუნიტეტს.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღევანდელი დღე პოზიტიურია ქალწულის, თხის რქისა და თევზების ნიშნით დაბადებულთათვის. შედარებით ნეგატიური და დაძაბულია პერიოდი ვერძისა და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და მიმდინარე არასასურველი გამოვლინებების მიმართ. რაც შეეხება დანარჩენ ნიშნებს, მათთვის დღე წარმატების კუთხით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები