ტელეწამყვანი თაკო ჩორგოლაშვილი „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ დედის ყველაზე მძიმე პერიოდზე საუბრობს, რომლის წინაშეც 25 წლის ასაკში აღმოჩნდა. „ვიცოდი, რომ დედაჩემის ჯანმრთელობის ხარჯზე ხდებოდა ყველაფერი. მახსოვს, დედა მიდიოდა სამსახურში, საღამოს ბრუნდებოდა, შემდეგ სხვა სამსახურში მიდიოდა და ათენებდა რამეს, გამთენიისას ბრუნდებოდა და სახლის პირობებში საკონდიტრო ნაწარმს ამზადებდა დამატებითი შემოსავლისთვის. არასდროს მახსენდება დღე, როცა რამდენიმე სამსახურიდან დაბრუნებული დედაჩემი ცუდ ხასიათზე ყოფილიყო.
ძალიან მწარე თემას შევეხები. ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი ეტაპი უკავშირდება ემიგრაციაში ყოფნას, არა იმიტომ, რომ ჩემი სამშობლოდან შორს ვიყავი, არამედ იმიტომ, რომ მაშინ ოჯახს სრულფასოვანი სახე ჰქონდა, დედა, მამა და მე. ეს წლები მახსენდება ყველაზე ბედნიერად. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი გავიდა, ბავშვობის ტრავმად დამრჩა დედისა და მამის გაშორება. ბევრი ვიმუშავე ჩემს თავზე და ვერ გადავლახე…“