LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გოგონამ უთხრა, პატარა ხარო, პეტრემ კი უპასუხა: შენ იცი მე რა ცხოვრება მაქვს? შენ რომ მშვიდად ცხოვრობ, მე წამლის მოსაპოვებლად აქციებზე დგომა მიწევსო“ – რა რეაქცია ჰქონდა 9 წლის პეტრეს, როდესაც მისმა დედამ ერთ-ერთი ისტორია გაიხსენა

175
პეტრე

გასულ წელს, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე მოზარდების დედების უწყვეტი აქციების მიმდინარეობის შემდეგ, საქართველოში სამკურნალო მედიკამენტი შემოვიდა და 2023 წლის 15 ნოემბერს სინდრომის მქონე მოზარდებმა წამლის პირველი დოზა მიიღეს.

მას შემდეგ, სინდრომის მქონე ბავშვები მედიკამენტს კლინიკაში ყოველდღიურად იკეთებენ. აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვები მედიკამენტის მიღებას გააგრძელებენ 16-17 წლის ასაკამდე, იმ დრომდე, სანამ ზრდის ზონები დაიხურება.

მკურნალობის პროცესსა და შედეგებზე „პალიტრავიდეოსთან“ სინდრომის მქონე ერთ-ერთი მოზარდის, პეტრეს დედამ – მაკუნა გოჩიაშვილმა ისაუბრა:

„კლინიკაში ყოველდღე დადის და წამალს იკეთებს. უკვე დიდი ხანია, თავისით იკეთებს, სამ თვეში ერთხელ კი მოწმდება.

თვითონ ატყობს, რომ ფიზიკურად უმარტივდება რაღაცებს მისწვდეს. აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებს მკლავების გაშლის პრობლემა აქვთ, ბოლომდე ვერ შლიან, პეტრე კი ასეთ ელემენტარულ რამეში შვებას გრძნობს“, – აღნიშნავს მაკუნა გოჩიაშვილი.

მედიასთან საუბრის დროს, მაკუნამ ასევე გაიხსენა ეპიზოდი, როდესაც პეტრეს უთხრეს, რომ პატარა იყო. აღნიშნული ისტორიის გახსენებას კი პეტრეს უჩვეულო და სახალისო რეაქცია მოჰყვა:

„სტუმრად იყო, გოგონა გაიცნო, მან პეტრეს უთხრა, პატარა ხარო, პეტრემ ცოტა ხანს ითმინა, შემდეგ შემოუტრიალდა და უთხრა: „შენ იცი მე რა ცხოვრება მაქვს? შენ რომ მშვიდად ცხოვრობ, მე აქციებზე დგომა მიწევს იმისთვის, რომ წამალი მოვიპოვო“, – იხსენებს მაკუნა გოჩიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g