24 ივლისს, ჯენიფერ ლოპესმა 55 წლის იუბილე ზღაპრულად აღნიშნა. Მიუხედავად იმისა, რომ დაბადების დღეზე მის გვერდით არ იმყოფებოდა ბენ აფლეკი, ღირსშესანიშნავი მოვლენა ჯეი ლომ სხვა ოჯახის წევრებთან, მათ შორის შვილებთან ერთად იზეიმა. Დღეობის შემდეგ, ლოპესმა განსაკუთრებული სიყვარული სწორედ მათ მიმართ გამოხატა და ქსელში ბავშვების ფოტოები ატვირთა.
,,ჩემი მთელი გული”, – დაწერა მან.
ტყუპები, მაქსი და ემა, რომლებიც ლოპესს მარკ ენტონისგან ჰყავს, 16 წლის თინეიჯერები არიან. ისინი დედასთან იზრდებიან, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ განქორწინების მიუხედავად, მამასთანაც იდეალური ურთიერთობა აქვთ.
აღსანიშნავია, რომ პატარების პირველი საჯარო ფოტოებისთვის, People-მა 6 მილიონი დოლარი გადაიხადა.
ჯენიფერ ლოპესი და მარკ ენტონი ქორწინებაში 2004-დან 2014 წლამდე იყვნენ. ჯეი ლოსთვის ტყუპები ერთადერთი შვილები არიან. ენტონის სხვა ურთიერთობებიდან და ქორწინებებიდან, კიდევ 5 შვილი ჰყავს, რომელთაგან ერთი აყვანილია.
ბენი ლოს-ანჯელესში, ჯეი ლო კი მეჯლისზე – ბენ აფლეკის მორიგი „მემი“ და უახლესი ფოტოები