საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლაშა ბექაურის ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, ლაშამ გვაჩვენა, რას ნიშნავს ბოლომდე ბრძოლა, ენერგიის სრულო მობილიზება, და გამარჯვების შინაგანი რწმენა.
„არც სიტყვები, არც ხმა, არც ემოციები დაგვრჩენია, მხოლოდ მადლიერების განცდა და გამოხატვა თუ შეგვიძლია! გვაჩვენა, რას ნიშნავს ბოლომდე ბრძოლა, ენერგიის სრულო მობილიზება, და გამარჯვების შინაგანი რწმენა! ქართველს ეს შეუძლია, საქართველოს ეს შეუძლია, ჩვენი ოქრო და განძი ესაა!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
საგულისხმოა, რომ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოუტანა.
ვიდეო: ლაშა ბექაურის ემოციები ტატამზე გასვლამდე – რა ვიდეოს აქვეყნებს სპორტსმენის შეყვარებული
ვიდეო: ლაშა ბექაურს შეყვარებულმა გამარჯვება ემოციურად მიულოცა – რა კადრებს გვიზიარებს მარიამ ვეკუა