ბელარუსმა მხატვარმა ალექსეი კუზმიჩმა გადაწყვიტა ვან გოგის საფლავი გაეთხარა და მიზნის მიღწევამდე სულ ცოტა დააკლა. უჩვეულო პერფორმანსის ამსახველი ვიდეო მან თავის Youtube გვერდზე გამოაქვეყნა, წერს kursiv.media.
მხატვარი საფრანგეთში, ქალაქ ოვერ-სიურ-უაზის სასაფლაოზე მივიდა და იქ მყოფ ტურისტებს მიმართა.
„მოგესალმებით, მეგობრებო. თქვენ აქ დასევდიანებულები მოხვედით. თქვენი მესმის. აუტანელია ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც მხატვრები აღარ არიან. მაგრამ ამიერიდან ყველაფერი სხვაგვარად იქნება.“ – ამის თქმის შემდეგ თეთრებში გამოწყობილმა ალექსეიმ ცნობილი მხატვრის საფლავის გათხრა დაიწყო.
პერფორმანსში მონაწილეობისკენ მოუწოდა მან დამსწრე საზოგადოებასაც, თუმცა ტურისტებმა თავი შეიკავეს. სასაფლაოზე მალევე მივიდა პოლიცია და მხატვარი დააკავა.