შიდა წვის ძრავის მოყვარულებს „ელემენტიან მოდელებზე“ ირონიზება უსასრულოდ შეუძლიათ, თუმცა მათაც აუცილებლად უნდა აღიარონ რომ დინამიკით ელექტროქარებს საგზაო ტექნიკას შორის ბადალი უბრალოდ არ ჰყავთ.
ყოველი ახალი ელექტროქარი წინამორბედზე უფრო მძლავრია და ჩვენს გალერეაში ყველაზე გამორჩეული სერიული მოდელები მოხვდა. სიაშია ასევე გიჟური პროტოტიპი, რომელიც სულ მალე ნიურბურგრინგის რეკორდის მოხსნას აპირებს.