შოვის ტრაგედიას გადარჩენილი დავით ჯელაძე, რომელიც ყველას კარგად ახსოვს, როგორი თავგანწირვით ამოჰყავდა სტიქიის ზონიდან ბავშვი, სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:
„ზუსტად ერთი წელი გავიდა იმ საშინელი ტრაგედიიდან, რაც თავს დაატყდა რაჭას, ულამაზესი ადგილი რომელიც 10 წუთში აღარ არსებობდა და რომელმაც რაჭაზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანები შეიწირა …. ეს იყო და არის ტრაგედია რომელსაც დრო ვერ განკურნავს“ – წერს დავით ჯელაძე.
ცნობისთვის, შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. გასული წლის 3 აგვისტოს ჩამოწოლილ მეწყერს 33 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 32-ის ცხედარია ნაპოვნი.
ზუსტად ერთი წელი გავიდა იმ საშინელი ტრაგედიიდან, რაც თავს დაატყდა რაჭას, ულამაზესი ადგილი რომელიც 10 წუთში აღარ…
Posted by David Jeladze on შაბათი, 03 აგვისტო, 2024