„თქვენთვის ყოველთვის ბოლომდე, სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ“, – ამის შესახებ ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც მას და ქართველ ძიუდოისტებს გულშემატკივრები დახვდნენ.
„მიყვარხართ გულში. დახვედრა იმაზე ათჯერ მაგარი იყო, ვიდრე ველოდი და დიდი მადლობა ყველას“, – აღნიშნა ბექაურმა.
ვიდეო: ქართველი გულშემატკივრები ოლიმპიადიდან დაბრუნებულ ძიუდოისტებს აეროპორტში დახვდნენ