სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის I-II კვარტალში საქართველოში 5985 ხანძარი დაფიქსირდა.
ამავე ინფორმაციის თანახმად, გაჩენილ ხანძრებს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 122 დაშავდა.
გარდა ამისა, საქსტატის ცნობით, აღნიშნული, ხანძრისგან განადგურდა 253 შენობა-ნაგებობა და დაიღუპა 10 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.