პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობებს მტკიცედ აღუდგება.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„აგვისტო ტრაგიკულ მოგონებას შეიცავს საქართველოს ისტორიისთვის. 16 წელი რუსეთის უკანასკნელი შემოჭრიდან, ოკუპაცია დავიწყებული არაა! ამას არასდროს მივეჩვევით და არასდროს მივიღებთ!
აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.
საქართველო მყარად დარჩება საკუთარ ევროპულ გზაზე და მტკიცედ აღუდგება დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობებს”. – წერს ზურაბიშვილი.
August carries the tragic memory for Georgia's history. 16 years since the latest Russian invasion, occupation is not forgotten! We will never get used to it or accept it!
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) August 7, 2024
Georgia will firmly stay on its European path and stand resolute against any attempts at destabilization.