ლიონის აეროპორტი საფრანგეთში ყველაზე უარესად დაასახელეს. პორტალ „Gate28“-ის ინფორმაციით, სენტ-ეგზიუპერის სახელობის აეროპორტმა ასეთი ტიტული გადადებული თუ დაგვიანებული რეისების სიხშირის გამო მიიღო.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2016 წლის მეოთხე კვარტალში დაგვიანებული ფრენების რაოდენობამ 8%-ს მიაღწია და ამან 19 000-მდე ადამიანი დააზარალა. რაც შეეხება ყველაზე უარესთა რეიტინგის შემდგომ პოზიციას, მან ნიცა იკავებს, იქ დაზარალებულთა რაოდენობა 17 300 იყო. და ბოლოს, ლიდერთა სამეულს ტულუზი – 15 000 ადამიანით ასრულებს. საინტერესოა, რომ საფრანგეთის ყველაზე პუნქტუალური აეროპორტი, წელს ბორდო გახდა.