LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: როგორ ულოცავს იუბილეს ზურა ყიფშიძეს ნატალია ყიფშიძე – „შენი ახალგაზრდა, მეამბოხე ზურა არსად გაუშვა… მიყვარხარ ძლიერ და ამას ვერაფერი შეცვლის მათ შორის ის უაზრო ადამიანებიც რომლებსაც ეს ძალიან უნდათ”

2221
ნატალია ყიფშიძე

დიდი ქართველი მსახიობი ზურა ყიფშიძე დღეს იუბილარია.

გამორჩეული მსახიობი, რომელიც დღეს 71 წლის გახდა, მილოცვებს იღებს.

განსაკუთრებული სიყვარულით ულოცავს ბაბუს იუბილეს შვილიშვილი, ნატალია ყიფშიძე.

მან სოციალურ ქსელში მსახიობის კადრები გაავრცელა. ნატალია წერს, რომ მისი სურვილია, ბედნიერება მსახიობის ყოველდღიურ მდგომარეობად იქცეს:

„დღეს ზურკინას დაბადების დღეა! ვფიქრობ რომელი სურვილი ავირჩიო..იმდენია… ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია რომ შენი ახალგაზრდა, მეამბოხე ზურა არსად გაუშვა. სულ იყო საკუთარ აზრზე და ამისთვის იბრძოდე ზუსტად ისე როგორც სტუდენტობის დროს იბრძოდი უსამართლო რეჟიმთან. კიდევ მაქვს ბევრი სურვილი: მინდა რომ ჩემთან ერთად მუსიკის მოსმენა არ მოგბეზრდეს. მინდა რომ საღამოს ერთად ვჭამოთ ბუენო და უცნაური ისტორიები მომიყვე. ყველაზე მეტად მინდა რომ ბედნიერება შენს ყოველდღიურ მდგომარეობად იქცეს. რომ გაიღვიძებ ღიმილით შეხვდე ყველა დაბრკოლებას რომელიც არ გასვენებს და ამგვარად მოგვარდეს ყველაფერი ისე როგორც შენ გინდა. მიყვარხარ ძლიერ და ამას ვერაფერი შეცვლის მათ შორის ის უაზრო ადამიანებიც რომლებსაც ეს ძალიან უნდათ. ზურკინ კიდევ ერთხელ გილოცავ! დიდი ბიჭი გაიზარდე” – წერს ნატალია.

დღეს ზურკინას დაბადების დღეა! ვფიქრობ რომელი სურვილი ავირჩიო..იმდენია… ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია რომ შენი ახალგაზრდა,…

Posted by Natalia Kipshidze on შაბათი, 10 აგვისტო, 2024

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g