LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გივი მაჭარაშვილი ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დაეუფლა

164
1681720645-

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარშვილი (97 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ფინალში ქართველი ფალავანი ბაჰრეინის წარმომადგენელთან, ახმედ ტაჟუდინოვთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ შვიდი მედალი მოიპოვა: ჩემპიონები ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), ლაშა ბექაური (ძიუდო) და გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) გახდნენ, ვერცხლს გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ილია სულამანიძე და ტატო გრიგალაშვილი (ორივე ძიუდო) დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაოს მედალი ლაშა გურულის (კრივი) ანგარიშზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g